ხმამაღლა კითხვის მსოფლიო დღეს კუჭატნის სკოლა შეუერთდა

ორგანიზაცია litworld-ის ორგანიზებით თებერვლის პირველ კვირას ხმამაღლა კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ყოველწლიურად ამ დღეს მილიონობით ადამიანი აღნიშნავს 170-ზე მეტ ქვეყანაში. ამ ღონისძიებას კუჭატნის სკოლა შეუერთდა. მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკაში მათთვის საინტერესო წიგნები შეარჩიეს და თანატოლებს ხმამაღლა წაუკითხეს.

წიგნის ხმა მაღლა კითხვა ავითარებს მეხსიერებას და ამდიდრებს ლექსიკას, აუმჯობესებს დიქციას და ამაღლებს წარმოსახვის დონეს, გვასწავლის, ვიყოთ უფრო ყურადღებიანი წაკითხულის მიმართ და ეს სია უსასრულოა. მაგრამ რაც მთავარია, ხმამაღლა კითხვა ყველას გვასწავლის წიგნების სიყვარულს. და წიგნების კითხვით უფრო მეტად წიგნიერები გავხდებით, რაც ადამიანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი უფლებაა!

– წიგნების კითხვა აფართოებს ადამიანის ჰორიზონტს და საშუალებას აძლევს მათ უკეთ გაიგონ მის გარშემო არსებული სამყარო;

– წიგნები ცოდნისა და გონებრივი განვითარების წყაროა;

– წიგნების კითხვა ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნების, წარმოსახვის განვითარებას და ინდივიდუალობის მრავალმხრივ განვითარებას;

– წიგნებს შეუძლიათ გააუმჯობესონ ადამიანის ემოციური მდგომარეობა და დაეხმარონ მოდუნებასა და სტრესის მოხსნაში;

– წიგნების კითხვა ადამიანის კულტურული და საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ხმამაღლა კითხვის დღე მიზნად ისახავს შეახსენოს თითოეულ ადამიანს, რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნა და წიგნების კითხვა ჩვენს ცხოვრებაში.

კომენტარი